12:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 21:48:11, 464 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საარჩევნო თარიღზე: 8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება

"8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება" - საარჩევნო თარიღის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

აბაშიშვილის თქმით, კონსულტაციების შედეგად, ჩამოყალიბდა, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს.

"8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება. თავდაპირველად პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, იყო ის, რომ ეს ყოფილიყო ოქტომბრის მეორე ნახევარში. მაგრამ, ვინაიდან საჭიროა აქტის კონტრასიგნაცია, ამ კუთხით საჭიროა პრემიერს თანხმობა აქტზე," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის და პრემიერის კომუნიკაცია ყოველთვის არის კონსტრუქციული.

"ყოველთვის ძალიან მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე სხვადასხვა ტიპის საუბრები, ასეთივე შეთანხმება შედგა. ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტის და პრემიერი თანხმდებიან და შემდგომ ხდება გადაწყვეტილება ისე, რომ შეთანხმება იცვლება," - განაცხადა გიორგი აბაშიშვლიმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics