|
2016-04-16 12:54:44, 1223 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ჯონ კერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამ თემაზე რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კერი-ლავროვის საუბრის ამ ნაწილზე არაფერი წერია. განცხადებაში მთიანი ყარაბაღი, სირიისა და ასევე უკრაინის კონფლიქტია ნახსენები. ჯონ კერიმ რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულება და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაც მოითხოვა. სერგეი ლავროვთან საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ ბალტიის ზღვაში რუსული ბომბდამშენების ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების გამო პროტესტიც გამოხატა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)