|
2016-04-15 18:21:05, 531 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას შვედი სტუდენტები გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ შვედეთის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის“ (ELSA Tbilisi) ორგანიზებით, ორმხრივი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სტუმრები დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითად პროგრამებსა და საქმიანობას. მათ შორის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზნებსა და შედეგებს. შეხვედრის დასასრულს შვედმა სტუდენტებმა თბილისის იუსტიციის სახლში მოქმედი სოციალური საწარმო - კაფეტერია დაათვალიერეს, სადაც დასაქმებულია ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. „ელსა შვედეთის“ დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ესტუმრნენ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის იუსტიციის სახლს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დაგეგმილია შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ელსა საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში. როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)