|
2016-04-14 17:23:39, 844 ნახვა
სამართალი
მაუდის კომბინატის აქციონერები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
მაუდის კომბინატის აქციონერები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ. მათ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურთ. ისინი გიორგი კვირიკაშვილისგან მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინა გუდავაძეს შორის დადებული მემორანდუმის ბათილად ცნობას ითხოვენ. "მიხეილ სააკაშვილსა და ინა გუდავაძეს შორის დადებული მემორანდუმის გაუქმებას ვითხოვთ.თვითონ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს ხელშეკრულება იყო ამორალური, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. იმედის სანაცვლოდ რაღაც ქონებები გაცვალ-გამოცვალო, ეს მემორანდუმია. ამის გაუქმებას ვითხოვთ. ამ ხელშეკრულებამ პირდაპირი, უშუალო და ინდივიდუალური ზიანი მიაყენა აქციონერების უფლებებს. სულ 2508 აუქციოენერია. მათ წილის 49% წაართვა თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა, მოატყუა მაუდის აუქციონერები, რომ თვითონ გამოისყიდიდა ამ ხალხის აქციებს და შემდეგ მისცემდა მათ. მან ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ შეუსრულა ხალხს, არც მთავრობას და საკუთრების მოწმობა მაინც მიიღო. 2011 წლის 6 ივნისს, პარიზის საერთაშორისო სამართალში დადეს ხელშეკრულება სააკაშვილმა და ინა გუდავაძემ, რომ იმედის მაგივრად, მომეცი მაუდი, მეტალურგია. მანაც უპირობოდ გადასცა.ამით მაუდის აქციონერებს წაერთვათ უფლება წილის იმ 49% დაბრუნების, რომელიც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა წააართვათ. მათ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები- ზაზა თაქთაქიშვილი და ამირან გვაზავა შეხვდათ, თუმცა აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია. "ეს საკითხი პირველი პირის გადასაწყვეტია. მხოლოდ ვითხოვ, კანონიერია თუ არა ეს ხელშეკრულება, თუ არაკანონიერია, უნდა გაუქმდეს. მე არ ვარ ამ ხელშეკრულების მონაწილე პირი, მე-3 პირი ვარ, ამას არც მიიღებს სასამართლო.მონაწილე პირია იუსტიციის სამინისტრო და ინა გუდავაძე. მათ უნდა მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მე არ დამიკმაყოფილა და მიპასუხა, რომ ჯერ გასარკვევია, ეს ხელშეკრულება არის თუ არა კანონიერი. სწორედ, კანონიერების დადგენას ვითხოვთ",-აღნიშნა ირმა ვაჭარაძემ.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)