08:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:18:54, 522 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია მოსახლეობას: ნუ აყვებით დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს

მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, - ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია, ბოლო პერიოდში, ოპონენტების მხრიდან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიას.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხალხის პრობლემების მოგვარების მიზნით, ოპონენტები პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას.

"პოლიტიკურ ქულებს იწერენ, თუმცა, აქვე ავიწყდებათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ თავად უგულებელჰყვეს ეს პრობლემები, რომელთა მოგვარებას, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენთვის ახლა გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება. მე მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგანაც ეს ყველაფერი არ კეთდება მათ კეთილდღეობისთვის, არც მათთვის საცხოვრებელი, თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics