08:36 - 29 Jun, 2026
|
2016-04-12 10:23:34, 1248 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 სამხედრო დაშავდა
თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 სამხედრო დაშავდა, - ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Hurriet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული პოლიციის ბაზას დაეჯახა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა და ახლოსმდებარე შენობები დაზიანდა. ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა გარდაცვლილები. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა. ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქ უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)