05:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-10 10:31:35, 821 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ოცდახუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4804 საბრძოლო ვაზნა, 400 გრამი ტროტილი, ტროტილის 2 ელექტროდეტონატორი, 42 ხელყუმბარა, 4 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი რევოლვერი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 10 მჭიდი, 5 ნაღმმტყორცნი, 14 ჭურვის ამფეთქი, 14 ამფეთქი ფალია, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 3 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, 6 საკვამლე კოჭა, ყუმბარმტყორცნის ჭურვის 3 თავი, 5 ამფეთქი კაფსულა, ხელყუმბარის 1 ამფეთქი და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარის 8 ამფეთქი.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics