დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

" />
00:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 19:39:22, 534 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან  სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამით, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია. თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 43-ვე მებრძოლი იდენტიფიცირებულია. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics