|
2016-04-08 18:40:46, 1283 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში დაჯგუფება "ჯამაათის" 5 პირი დააკავეს
სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთში კერძოდ კი ქალაქ პალასოვკაში, ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, რუსეთის ძალოვანებმა ვოლგოგრადში სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც დაჯგუფება "ჯამაათის" 5 წევრი დააკავეს. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" კავშირში. წინასწარი ინფორმაციით, "ჯამაათი" რუსეთში მოქალაქეებs იბირებს, რის შემდეგაც ეს მოქალაქეები სირიაში "ისლამურ სახელმწიფოში" წევრიანდებიან. მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება პატარა ქალაქ პალასოვკაში მოქმედებდა. ცნობისთვის, ქალაქში 15 ათასი მოსახლე ცხოვრობს. რუსეთის სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვოლგოგრადში ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა. ჩხრეკისას დაკავებულებს საბრძოლო ტექნიკა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და რელიგიურ-ექსტრიმისტული შინაარსის ლიტერატურა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)