|
2016-04-07 18:52:25, 1182 ნახვა
მსოფლიო
სინაიში ქალის ფორმაში გადაცმული "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკი დაიჭირეს
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც გაზეთი Daily Mail აქვეყნებს, "ისლამური სახელმწიფოს" ჰიჯაბში გადაცმული ბოევიკია დაფიქსირებული, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" Daily Mail -ზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც სააგენტო იუწყება, ეგვიფტის არმიამ ბოევიკი მაშინ დაიჭირა, როდესაც ის ქალის სამოსში იყო გადაცმული და გაქცევას ცდილობდა. ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სამართალდამცველებს და სამხედროებს ბევრჯერ დაესხნენ თავს. გარდა ამისა, დაჯგუფებამ სხვადასხვა ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არაერთხელ აიღო. ბოლო მასშტაბური ტერორისტული აქტი სინაის ტერიტორიაზე, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა, ხორვატიის მოქალაქის გატაცება და მკვლელობა, აფეთქება ქაიროსა და ლუქსორში და ოფიციალური კრემლის თქმით, სენაის საჰაერო ტერიტორიაზე თვითმფრინავის აფეთქებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)