23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:27:50, 388 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი საარჩევნო სიაზე: შორიდანაც კი არ მაქვს შეხება, რა პროცესები მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, " ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არაა.

 როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის  უპარტიო,  თუმცა,  „ქართული ოცნების“ პარტიის მხარდამჭერია და როგორც მინისტრი, მისი წარმატებისთვის მუშაობს.

"იმისთვის, რომ ის პოლიტიკა განხორციელდეს, რასაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, რათა საზოგადოებამ განიცადოს პროგრესი და უფრო ევროპული, ძლიერი ინსტიტუტები და სახელმწიფო გვქონდეს. ეს არის სულ ის რაც ვიცი.

რომ ვიყო ჩართული საარჩევნო სიის შედგენაში, აუცილებლად მოგახსენებდით ამის შესახებ, მაგრამ შორიდანაც კი არ მაქვს წარმოდგენა, რა პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ალბათ ძალიან მალე დადგება ის დრო, რომ სია უნდა ვიხილოთ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს მაისის შუა რიცხვებში პარტიის ყრილობას“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics