|
2016-04-06 11:20:45, 1199 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო
უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც სავჩენკოს ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულმა შიმშილობა დღეს დაიწყო. სავჩენკომ შიმშილობის გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც თავის დას გაესაუბრა. სავჩენკოს გადაწყვეტილებით, ის სააპელაციო სარჩელს სასამართლოში არ შეიტანს. ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა. შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)