05:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 17:03:47, 846 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის" საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აბრეშუმის გზის" საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა.

მხარეებმა „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა განიხილეს.

როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისთვის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმზიდველობაზე,  დაბალ გადასახადებზე და  ბიზნესის კეთების შესაძლებლობების მაღალ პოტენციალზე.

ხაზგასმით აღინიშნა ჰუალინგ ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი დელეგაციასთან ერთად, თბილისს 3 აპრილს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის მიზანი აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics