21:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 15:01:14, 1164 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე

24 ივნისს ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა იმართება, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის. ამის შესახებ კომენტარი მედიასთან ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების მიმართულებით და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ, ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. თქვენ იცით, რომ,მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და კიდევ 4 სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნუ ეს მათი საქმეა, ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების პოლიტიკას.

როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ბუნებრივია ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე… ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანაა, ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. მე მგონი, ძალიან დაახლოვდნენ, უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი სულისკვეთებით, იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტის პრესსამსახურმა „ევროსკოპს” განუცხადა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის.

ევროპარლამენტში შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics