|
2026-06-18 18:21:17, 1942 ნახვა
პოლიტიკა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და ოცნებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი მკურნალობის მიწოდება, როგორიც საჭიროა. "ლიბერალები მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. თითქმის 10 თვიან უკანონო პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება მაშინ, როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)