|
2016-04-04 16:38:40, 424 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ და "ნაციონალები" ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ
"ჩვენ და „ნაციონალებიც“, გამოკითხვების მიხედვით, ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ", - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მათ „ქართული ოცნების“ გარდა მუდმივად აქვთ დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ბერძენიშვილის თქმით, მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები არ აქვთ: „არ მგონია, რომელიმე "ნაციონალმა" ოდესმე თქვას, რომ ჩვენთან კონსულტაციას აპირებს, იმიტომ რომ იმ წუთში დაკარგავენ ხმებს. ჩვენც და „ნაციონალებიც“, გამოკითხვების მიხედვით, ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, საარჩევნოდ პარტიამ კოალიცია შექმნას. ბარამიძის თქმით, ახლა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ნაადრევია, თუმცა მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობა" საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“ მუდმივად დიალოგს აწარმოებს. „გამორიცხული არაა, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე ამგვარი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი მოქმედი პირი, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას როდესაც მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. კითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან, ბარამიძემ უპასუხა: „ახლა ნაადრევია ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ვეურთიერთებით, როგორც ხელისუფლებას, ბევრ რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფერი შეუსმენიათ“, - დასძინა ბარამიძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)