|
2026-06-12 12:22:35, 1727 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორშვილი სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს. " ქართულმა მხარემ პოზიციები წარადგინა. რაც შეეხება იმ წუხილებსა და რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირდა - ეს სამუშაო დონეზე პირველი შეხვედრა იყო, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გავცვალეთ. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ამ დონეზე, ევროპულ მხარეს მიეწოდებოდა ინფორმაცია, ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა არ არის და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებობს და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც ქართულ მხარეს აქვს", - თქვა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)