|
2015-02-19 11:53:30, 1135 ნახვა
სამართალი
შსს-მ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გოდერძი წ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოდერძი წ. ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში იმ დროს დააკავეს, როდესაც მას სატვირთო ავტომანქანით უკანონოდ მოჭრილი ხის მორები გადაჰქონდა. დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან წაბლის ხის 2,10 მეტრი სიგრძის 20 ცალი მორი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა დაკავებამდე ორი კვირით ადრე ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ე.წ. კორთხას ტყეში მოჭრა 8 ძირი წაბლის ჯიშის ხე, რომლებიც დაჭრა 2, 10 მეტრი სიგრძის მორებად. მორების ნაწილი დატვირთა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაში და დასახერხად ჩაიტანა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ხის დამამუშავებელ საამქროში. შემდეგ კი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მორები გადაიტანა ქალაქ ქუთაისში, ხის დამამუშავებელ საამქროში. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)