|
2026-06-04 18:09:38, 5820 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში „3+3“ ფორმატის ექსპერტთა შეხვედრა დაანონსდა, საქართველოს პოზიცია უცნობია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში გაიმართება. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა X-ანგარიშმა გაავრცელა. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „3+3“ ფორმატი მოიცავს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ასევე რუსეთს, ირანსა და თურქეთს. ტვიტის ტექსტი ქართულად ასე ითარგმნება: „ზახაროვა: 5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ ექსპერტთა შეხვედრაში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი - SPIEF-ის ფარგლებში“, - წერია განცხადებაში. ამ ეტაპზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას აღნიშნულ შეხვედრაში. პოსტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „3+3“ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა, თუმცა კონკრეტული დელეგაციების შემადგენლობა ან მონაწილეთა საბოლოო სია არ არის გამოქვეყნებული. საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით, „ფორმულამ“ შეკითხვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, რედაქცია დაინტერესდა, იგეგმება თუ არა საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის აღნიშნულ შეხვედრაში. უწყებისგან პასუხი ამ დროისთვის მიღებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)