|
2026-05-27 17:05:54, 2770 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინამ ღამით სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, - ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქზე შეტევისას გამოყენებული იყო „სტორმ შედოუს“ ტიპის რაკეტებიც. მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთის ცენტრალური ბანკის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსიც. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი „მაღალსიჩქარიანი სამიზნე“ გაანადგურეს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ აფეთქებების შემდეგ კვამლი სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორის“ მიმდებარედ შენიშნეს. როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ორი ქალი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა საავიაციო-სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზეც. შეტევის ფონზე, კრასნოდარის მხარეში მდებარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც კვლავ თავდასხმის ქვეშ მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)