|
2026-05-26 14:02:05, 3250 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ 1918 წლის 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბერლინი მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს იბრძვის. „1918 წლის 26 მაისი ასახავს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას - ჩვენ გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - წერს დიპლომატი. გერმანიის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბერლინის პოზიცია უცვლელი რჩება. „1918 წლის 26 მაისმა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, მის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვით იყო გამსჭვალული. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია ყველას გვერდით დგას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს იბრძვის. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“ - დაასკვნა ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)