|
2026-05-17 12:28:00, 5388 ნახვა
საზოგადოება
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული მწვავე გამოწვევების, დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პოლიტიკური ჰომოფობიის პირობებში ხვდება. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში არსებული გარემო წლების განმავლობაში პრობლემური იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. საიას განმარტებით, ლგბტ თემი სახელისუფლებო რიტორიკის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. ორგანიზაციის თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხელისუფლებამ უფრო აქტიურად დისკრიმინაციული ინიციატივების და კანონპროექტების გამოყენება, რასაც თან ახლდა მწვავე პოლიტიკური გზავნილები.
საია ასევე ყურადღებას ამახვილებს ანტიგენდერულ რიტორიკაზე და აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომები, მათი შეფასებით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას და სოციალური პრობლემების სისტემურ გააზრებას ართულებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)