|
2026-05-13 17:16:40, 3357 ნახვა
ეკონომიკა
„როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს“ - თამრი ხურცილავა, „სუხიშვილების“ მოცეკვავე
საქართველოს ბანკი “სუხიშვილების” მთავარი სპონსორია არსებობენ ადამიანები, რომელთა მოძრაობაც სცენაზე მხოლოდ ქორეოგრაფია არ არის - ეს არის შინაგანი რიტმი, რომელიც სცენას სცდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადის. თამრი ხურცილავა სწორედ ასეთ ისტორიას ატარებს. მისი მოცეკვავეობისკენ გზა არ ყოფილა მხოლოდ პროფესიის არჩევა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ის ყოველდღე ადასტურებს და ამტკიცებს - დისციპლინით, შრომით და იმ უზარმაზარი ენერგიით, რომელსაც სცენაზე დგომისას მაყურებელს უზიარებს და მათ მხოლოდ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. საქართველოს ბანკი, როგორც სუხიშვილების მთავარი მხარდამჭერი, წარმოგიდგენთ თამრი ხურცილავას - ანსამბლის მოცეკვავეს, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება და გვიზიარებს იმას, თუ რა ნიშნავს არ გაჩერება მაშინ, როცა საქმე, რომელსაც აკეთებ, შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. “სუხიშვილები” პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზია, სადაც ვისწავლე, რომ ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. როცა ფიზიკურად იცლები, მაგრამ მოძრაობას მაინც აგრძელებ. სწორედ ამ უწყვეტობაში იბადება მეორე სუნთქვა, სადაც ტკივილს თავისუფლება ანაცვლებს. ამ მუხტის გადაცემას ახლა ბავშვებში ვცდილობ. მათში იმ ჟინს ვხედავ, რაც მე მამოძრავებს - აღმოაჩინო საკუთარი თავი ცეკვაში და ამ ფორმით გააგრძელო ქვეყნის ისტორია. სულ ვუმეორებ, რომ არ უნდა გაჩერდნენ, რაც არ უნდა მოხდეს - თავი მაღლა, თვალი მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ” , - თამრი ხურცილავა, “სუხიშვილების” მოცეკვავე. უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/reel/1996338901256142
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)