|
2026-04-30 13:31:44, 1457 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიამ დოლიძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გდდ-ს სპეციალური ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, იაგო ახალკაცი; სამმართველოს უფროსები: ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი და მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, დავით ყამარაული არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც 2024 წლის 30 აპრილს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის წამებისთვის, იაგო ახალკაცს, ლაშა ჭიკაიძეს და დავით ყამარაულს ჯილდოს სახით ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. აგრეთვე ადგილზე იმყოფებოდნენ ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება; მაშინდელი მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ახლანდელი უფროსი და მაშინდელი უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები ახდენდნენ ხაბეიშვილის წამებისას ფოტო-ვიდეო გადაღებასა და შემდგომ გავრცელებას. საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მივმართავ, 2 წლის თავზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, არსებული საკითხი გამოიკვლიოს და მართლმსაჯულება დადგეს". - თქვა დოლიძემ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტსაბჭოს ახლანდელ თავმჯდომარესა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)