|
2026-04-29 13:37:45, 3821 ნახვა
საზოგადოება
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე, სადაც პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უჭირთ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია და პროდუქტის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ. ფერმერებმა მარნეულის მერთან შეხვედრა მოითხოვეს და უარის შემთხვევაში სადახლოს მაგისტრალის გადაკეტვით დაიმუქრნენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ აქციის 1 მონაწილე უკვე დააკავა. ჟურნალისტის მუჰამედ მუჰამედალის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას აპირებდნენ რა დროსაც პოლიციამ დაშლა დაიწყო და ამ დროს რამდენიმე პირი დააკავეს. "მარნეულის სოფელ შულავერის გზაზე რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან შემოსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასები უკონტროლოა და ადგილობრივი პროდუქცია ამის გამო ძალიან იაფად იყიდება." - დაწერა ჟურნალისტემა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)