|
2016-04-01 18:35:23, 1279 ნახვა
რეგიონი
ქედის სასწრაფო დახმარების ცენტრი გარემონტებულ ფართში განთავსდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადასაცემი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერა და პერსონალის მომავალ სამუშაო გარემოს გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. მათივე ცნობით, ახალგარემონტებულ შენობაში, 90კვ. მეტრ ფართობზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო, მოსასვენებელი, სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი - სულ 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაც აღიჭურვება. „ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)