19:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 12:31:48, 3849 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დაადგინა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 22 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა.

„კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს ვადამდე შეუწყდეს სახელმწიფო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics