02:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-24 19:48:52, 8420 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ბარის თანამშრომლების მიმართ მუქარის შემდეგ „ცხელ კვალზე“ დააკავეს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.

რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ ის საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვიდა და 23 აპრილის ღამეს პირველად გავიდა სახლიდან. მისი დაკავების შესახებ ოჯახს დღეს, 24 აპრილს, დილით, დაახლოებით 08:00 საათზე აცნობეს - მიზეზად ჩხუბი დაასახელეს.

ლაზარე გრიგორიადისი ორი წლის წინაც იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით. მას გამოძიება 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.

2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics