20:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 11:04:41, 1301 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში

ივანიშვილის სუს-ის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამთავრობო TV იმედის ეთერში ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკასა და მის შედეგებზე ისაუბრა. 

მდინარაძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა წარმატებულია, თუმცა იქვე ამატებს, რომ ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკების ქარხანა და ლაბორატორიები გაჩნდა.

"ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაც უნდა დადგეს პოლიციის, სამართალდამცველების, ჩვენს გვერდით იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. ნახეთ ხომ რა მოხდა? დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გაძნელდა, ნარკოტიკი გაძვირდა, მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც ხვრელი. საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. კუსტარული ლაბორატორიებიც კი ვნახეთ. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, ამის პირობაც შემიძლია მარტივად დავდო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროოთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი". - თქვა მდინარაძემ. 

მოგვიანებით მდინარაძემ საუბარში მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა აღნიშნული საკითხი და თქვა "ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის რაღაც ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში, ახლა იმას დავდევთ". 

ქართულმა ოცნებამ 2025 წელს ანტინარკოტიკულ კანონში ცვლილებები რამდენიმე ეტაპად შეიტანა. მიღებული ცვლილებებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უფრო რეპრესიული და მკაცრი გახდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics