|
2016-04-01 12:15:49, 562 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, ტენდერი 12 ადგილზე გამოცხადდება
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებისი საინვესტიციო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ბიზნესსექტორის წარმოადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ნარამნიამ აღნიშნა, რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ. მერის განმარტებით, ტენდერი 12 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად გამოცხადდება. „უკვე გამოცხადებულია ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებების საინვესტაციო ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ. უახლოეს მომავალში, ტენდერი 12 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად გამოცხადდება. მოვისმენთ, ბიზნესმენების შეფასებებს ამ და სხვა საკითხებზე. შესაძლოა ბევრი აქტუალური საკითხი მოვისმინოთ. დღეს ვსაუბრობთ, ამ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და მომავალშიც არის დაგეგმილი. განსაკუთრებით ხაზს გაუსვსამ იმ პროექტებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ბიზნესმენებს შეუძლია, აქ საუბარი იქნება ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროქტებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)