|
2026-04-08 17:40:07, 6991 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ყაველაშვილი ავრცელებს. "შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში. ყურადღება გავამახვილე „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა". - წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)