|
2026-03-28 18:14:56, 1541 ნახვა
პოლიტიკა
ირანი გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საწყობის დაბომბვას იუწყება, უკრაინა - უარყოფს
ირანი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბა. ირანის სამხედრო წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ეს შეიარაღება აშშ-ის ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა. "მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა", - ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. სამინისტროს სპიკერმა ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუე" და "დეზინფორმაცია" უწოდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)