05:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 23:48:33, 1312 ნახვა

პოლიტიკა
Times of Israel: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ასეთი სამხედრო ზეწოლის ქვეშ, ირანი დანებდება. გამოცემის ცნობით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის წარმომადგენელმა მიაწოდა.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, პენტაგონი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს ირანისთვის "საბოლოო დარტყმის" მისაყენებლად, რაც შესაძლოა, სახმელეთო ძალების გამოყენებასა და დაბომბვის მასობრივ კამპანიას მოიცავდეს. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ს ორ მაღალჩინოსანსა და ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიას უკვე მომზადებული აქვს ირანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაციის გეგმები, რომლის მიზანიც ბირთვულ ობიექტებში დამარხული გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდება და ირანიდან გამოტანაა. 

თუმცა, მსგავსი სარისკო ოპერაციის ჩატარების ნაცვლად, აშშ-მ შესაძლოა, მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანოს ბირთვულ ობიექტებზე, რათა ირანმა ვეღარასდროს აღიდგინოს გამდიდრებულ ურანზე წვდომა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics