|
2016-03-31 15:55:14, 1350 ნახვა
რეგიონი
ტურისტულმა სააგენტოებმა და გიდებმა სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალურ შეთავაზებები მიიღეს
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარაში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს ინფო ტურზე უმასპინძლა. ტურის ფარგლებში 50-მდე მონაწილე სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სერვისებს გაეცნო და იქ განთავსებული ექსპონატები დაათვალიერა. გარდა ამისა, მათ მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალური შეთავაზებები მიიღეს, რაც ჯგუფების შემთხვევაში სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს. ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი 2012 წელს დაარდა. მუზეუმი გამორჩეულია რეგიონში მასში წარმოდგენილი ექსპონატებით. მუზეუმის სივრცეში დაცულია ლაზური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, ლაზური ეთნოგრაფიული ნივთები და ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ფერწერული ტილოები. „ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ მუზეუმს, რომელსაც საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს ტურისტული სააგენტოებისთვის. ასევე, გავაცნოთ რეგიონში მოქმედ სააგენტოებსა და გიდებს სარფის ტურისტული პოტენციალი, რომელიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ინფოტურის ფარგლებში მონაწილეებს სოფელი კალენდრეც დავათვალიერებინეთ, საიდანაც სარფის ლამაზი პეიზაჟი იშლება და სარფის საბაჯო გამშვებ პუნქტზე გავაცანით ჩვენი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები“, - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. ინფო ტური აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)