00:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 11:37:37, 779 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში  ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს. სასამართლო წარსადგენ  მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით, მხარეების შუამდგომლობას მოისმენს.

პაპიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარისგან  სრულად გადაეცათ   ყველა ის მტკიცებულება, რაც მითითებულია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში.

"ექსპრესნიუსის"  რეპორტიორის ცნობით, სასამართლოში   მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან,ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან.

 შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინფორმაციისთვის, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიმდინარე წლის 19 თებერვალს  გამოძიების შუალედური  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics