|
2016-03-30 17:20:24, 702 ნახვა
საზოგადოება
ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა
ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა 1 აპრილამდე თანამდედობაზე დარჩება, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს. რექტორის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის წევრების შიმშილობა გუშინ განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)