|
2026-02-23 17:19:46, 4114 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 26-ე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში გახსნა. აღნიშნული იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და კომპანია COMFORTMSHENI-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ზედა საზანოს საჯარო სკოლის იდეათეკა 200-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტებზე - კომპიუტერებზე, პროექტორებზე, 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარ მრავალფეროვან ბიბლიოთეკასა და STEM კუთხეზე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს, ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით, უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. დღეისათვის საქართველოს ბანკის იდეათეკები ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 26 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს. იდეათეკების პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ინოვაციური ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)