|
2016-03-30 00:38:38, 612 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენაძე: 27- ში შიხიაშვილმა ჩამოიყვანა ხალხი რაიონებიდან და ვეტერანები ერთმანეთს დაუპირისპირა
"ძალოვან ვეტერანთა და პატროტთა პოლიტიკური მოძრაობის" თავმჯდომარის გია ბერძენაძის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზია ის, რომ შიხიაშვილი ვეტერანთა ინსტიტუციურ დევნასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრი იყო. " საკაშვილის მოსვლის შემდეგ, ამ ჯგუფმა დაიწყო ვეტერანების დევნა, დაპატიმრება შანტაჟი მათი, ზოგის დახვრეტა და ა.შ. ეს იყო ფაქტობრივად იმ გუნდის წევრი, რომელიც ახორციელებდა ვეტერანთა დევნას",- განუცხადა ბერძენაძემ " ექსპრესნიუსს". თუმცა, ბერძენაძე შიხიაშვილის გადადგომას უმთავრესად რამდენიმე დღის წინ, გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს: " მთავარი იყო ის, რომ მან მოინდომა ვეტერანთა ეროვნული ჰოსპიტალის დახურვა, რამაც გამოიწვია დიდი ტალღა მოწინააღმდეგეების, რადგან ვეტერანთა ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის წმინდა ადგილია და იმ წმინდა ადგილს შეეხო. ყველაზე ბოლოს, წყალგამყოფი ვეტერანებსა და შიხიაშვილს შორის ეს იყო 27 მარტს განვითარებული მოვლენები. ვეტერანები აპირებდნენ მჯდომარე აქციის გამართვას ვეტერანთა მემორიალთან. ითხოვდნენ ვეტერანის ჰოსპიტალის დაფინანსებას, სახელწმიფოს მხრიდან პოლიტიკის შეცვლასა და შიხიაშვილის გადგომას. შიხიაშვილმა ჩამოიყვანა ხალხი რაიონებიდან და პრაქტიკულად მოახდინა ვეტერანების დაპირისპირება იმ მშვიდობიან მანიფესტანტ ვეტერანებთან, რითაც დამთავრად ამ ადამიანის ლეგიტიმაცია. ვეტერანთა სოლიდურ წარმომადგენლობას ჰქონდა ამსთან დაკავშირებთ მსჯელობა. იქ გადაწყდა და ითქვა, რომ ამ კაცს არ ჰქონდა მორალური უფლება, ყოფილიყო ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმღვანელი და მას მოუწია დაეწერა განცხადება, თუმცა ბოლო მომენტამდე ის არ აპირებდა წასვლას. მინდა მას მომავალ სამქინობაში წარმატებები ვუსურვო",- განუცხადა გია ბერძენაძემ " ექსპრესნიუსს".
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)