|
2026-02-11 13:30:27, 7231 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინაში არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ერთსა და იმავე დღეს ჩატარებას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინაში არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ერთსა და იმავე დღეს ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინისა და დასავლელი ოფიციალური პირების, ასევე სიტუაციის მცოდნე პირების ცნობით, ეს ნაბიჯი თეთრი სახლის მხრიდან კიევზე გაზაფხულზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების ზეწოლის ფონზე გადაიდგა. მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ორივე კენჭისყრის 15 მაისამდე ჩატარება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა აშშ-ს მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების დაკარგვის რისკის ქვეშაა. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის 24 თებერვალს გამოცხადებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მან და მისმა გუნდმა ტრამპის ადმინისტრაციას ნათლად განუცხადეს, რომ ისინი მზად არიან უკიდურესად მოკლე ვადისთვის, ომის პირობებში არჩევნების მჭიდრო გრაფიკით ჩატარების ლოგისტიკური სირთულეების მიუხედავად. სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ვერხოვნა რადა მარტსა და აპრილში იმუშავებს იმ აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესატანად, რომლებიც არჩევნების ომის დროს ჩატარებას საშუალებას მისცემს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)