09:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 19:00:25, 667 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვის თქმით, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობა შეუთავსებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობა შეუთავსებელია.

"დისკუსიები 

იმის შესახებ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ხელსაყრელი სომხეთისთვის - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა - მიმდინარეობს. 

ჩვენ ამ დისკუსიებს ვაკვირდებით, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ეს [პოზიცია] არ არის განპირობებული რაიმე იდეოლოგიური მოტივებით, არამედ რეალობიდან გამომდინარეობს. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირთან თანამშრომლობას და, მით უმეტეს, მასში გაწევრიანებას. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას სრულად ვცემთ პატივს.

ვიმედოვნებ, რომ არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული იქნება ის შედეგები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია სომხეთმა, მას შემდეგ, რაც ეეკ-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა", - თქვა ლავროვმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics