11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-27 10:41:34, 738 ნახვა

პოლიტიკა
ოთხი წლის ლოდინი: ზელენსკიმ საბოლოოდ დანიშნა უკრაინის ახალი ელჩი საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა.

RBC-Ukraine-ის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის ბრძანებულებას #83/2026 2026 წლის 26 იანვარს მოაწერა ხელი.

„მიხაილო ფრანკოვიჩ ბროდოვიჩის საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2022 წლიდან, იგორ დოლგოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, ვაკანტურია. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინას თბილისში ოთხი წელზე ნაკლებ დროში ხუთი საქმეების დროებით რწმუნებული წარმოადგენდა. 2025 წლიდან რომან იაკოვენკო მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მსახურობს. წლების განმავლობაში იგი სტამბოლში უკრაინის გენერალურ საკონსულოში კონსულის, კრაკოვში უკრაინის გენერალური კონსულის თანამდებობებს იკავებდა, ხოლო 2015 წლიდან 2022 წლამდე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო სლოვენიაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics