11:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-24 10:13:19, 843 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია აშშ-ს სენატში გამართავს სხდომას - „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციაზე

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული.

კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

"2024 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაითრია. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც აფართოებენ სახელმწიფო ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოს დამოუკიდებლობას ართმევენ.

რეპრესიებმა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია მოიცვა. ხელისუფლებამ გაყინა მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, დააკავა ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ყალბ საქმეებზე დაიბარა, რის გამოც ისინი თავიანთი ხელისუფლების აღიარებაზე უარის თქმის გამო დააპატიმრა. მშვიდობიანი პროტესტი ამჟამად მაღალ ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას იწვევს." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომისიის ცნობით, ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯისა და დემორალიზაციის ტაქტიკას და საქართველოს წინსვლის გზებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics