|
2016-03-29 10:56:36, 605 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები შიმშილობას იწყებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველების წარმომადგენლები დღეიდან შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, ლადო პაპავა უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურს მფარველობდა. თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლები საკუთარ მოთხოვნებს დღეს მეორე კორპუსში საგანგებო პრესკონფერენციაზე გააჟღერებენ: "პირველ საათზე გაიმართება ბრიფინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფოიეში ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით. ძალოვანი უწყების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტში საქმიანობა პაპავას რექტორობის პერიოდში დაიწყო. აშკარად იკვეთება მფარველობა. ძველი - შევარდნაძის დროინდელი უშიშროების სამინისტროს უამრავი კადრია, პოლიციის პოლკოვნიკები და ა.შ. ერთმა დატოვა თანამდებობა, წავიდა უნივერსიტეტიდან, დანარჩენები კიდევ არიან. რამდენიმე ადამიანი იწყებს შიმშილობას და შემდეგ მიემატებიან", - განაცხადა შალვა საბაურმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე შიმშილობის დაწყებას თავად არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)