14:40 - 30 Jun, 2026
|
2026-01-08 17:27:48, 668 ნახვა
პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 13 ერთეული Raven-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gravehawk-ის ორი პროტოტიპი გადასცა. ფაქტს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისთვის 2026 წლის 6 იანვარს გაცემული წერილობითი სამთავრობო პასუხი ადასტურებს. Raven-ის სისტემა ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების, საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგაა განკუთვნილი და ის სამეფო საჰაერო ძალების AIM-132 ASRAAM-ის ტიპის რაკეტის სახმელეთო ვარიანტს იყენებს. მას ასევე აქვს შეზღუდული ეფექტიანობა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. Gravehawk-ის სისტემა კი რუსეთის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინული ობიექტების დასაცავადაა შექმნილი. უკრაინისთვის სისტემის დამატებითი პროტოტიპების მიწოდება უკვე დაგეგმილია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)