14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 11:45:41, 655 ნახვა

პოლიტიკა
კერესელიძე - ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო

2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „მოვლენებიდან ექვსი  წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო“.

„საინტერესო ქრონოლოგიაა: 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ „შეცდომით“ პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარბის ქვეყნიდან და იმალება ბაქოში, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანანმდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან. მოვლენებიდან ექვსი  წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ექვსი წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: „დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას – გახარიას. რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული“, – წერს კერესელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics