|
2026-01-07 16:20:48, 986 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია NATO-ს დასასრული იქნება
გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. კუბილიუსის განცხადებით, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალას გამოიყენებს. „თუ ეს მოხდება, თუმცა ამის არ მჯერა, მაშინ ეს ყველა სახის ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატო-ს დასასრული იქნება. სავარაუდოდ, ეს აშშ-ის ადმინისტრაციასაც კარგად ესმის“, - განაცხადა კუბილიუსმა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენება ნატო-სთვის უპრეცედენტო პარადოქსს წარმოქმნის. „თუ აშშ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ამას გააკეთებს ისე, როგორც ნატო-ს წევრი? ნატო-ს მოუწევს, რომ თავისი ერთ-ერთი წევრი ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაიცვას, კერძოდ, დანია და მისი ტერიტორია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)