17:46 - 07 Jul, 2026
|
2016-03-28 09:49:34, 665 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის რესტორნები ჩაერთნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიაში თბილისში არსებული რესტორნების სხვადასხვა ქსელი ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, რესტორნების თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები „ნუ დაჯდები საჭესთან ნასვამი“ თავიანთ ობიექტებში განათავსეს. მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება და კამპანიას სხვა რესტორნებიც შემოურთდებიან. შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)