18:06 - 07 Jul, 2026
|
2016-03-26 17:03:53, 666 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევს აპრილის ბოლომდე 10 განახლებული სტადიონი შეემატება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ერთი თვის განმავლობაში რაიონის კიდევ 10 სტადიონს დაუბრუნდება ფუნქცია. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე მიმდინარეობს ხელოვნური მწვანე საფარის დაგება, იცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. არსებული ლითონის კონსტრუქციები იცვლება ახალი, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით. მიმდინარე წელს სამუშაოები უკვე დასრულებულია 3 სპორტულ მოედანზე. ამ დროისათვის 3 სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება 4 სპორტული მოედნის აღდგენა. პროექტების საერთო ღირებულება 192 243 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)