|
2016-03-26 16:33:12, 1302 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება
„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების სერიას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Haberturk ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, აღნიშული ინფორმაცია 8 მარტს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დაკითხვის დროს გახდა ცნობილი. ტერორისტული დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს. როგორც Haberturk სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, აღნიშნული ოპერაციის ჩასატარებლად 30 ტერორისტია საჭირო, რომლებიც ასაფეთქებლებს სხვადასხვა ქალაქებში დაამონტაჟებენ. მათივე ინფორმაციით, დაჯგუფება რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეების ლიკვიდირებას 9 სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს სტამბოლში ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, 36 კი დაშავდა. გარდაცვლითა შორის ისრაელის 3 მოქალაქეა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)