|
2016-03-25 15:35:19, 680 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციის ,,მერსი კორპსი“ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - 2“(ENPARD II) შესახებ, რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ სოფლის განვითარებაა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სტარტეგიის შემუშავებისთვის სამინიტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაცსტარტეგიის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა და კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, სხვა სამინისტროებში უკვე გადაიგზავნა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD II-ის საპილოტე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტის იდენტიფიცირება. ENPARD II - ს განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას პარტნიორი ორგანიზაციები გაუწევენ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)